შალვა ნათელაშვილი: ოლიგარქის დანაშაულებრივი სიძლიერე დგას სუს-ზე

ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სუსზე, რომელიც ივანიშვილის პირადი უშიშროებაა” – ამის შესახებლეიბორისტული პარტიისლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე, გაუქმდება ეს სტრუქტურა, რადგან ემსახურება დანაშაულებრივ სისტემას.

ხელისუფლების შეცვლისთანავე, ეს სტრუქტურა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაუქმებული ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სივრციდან. მანამდე მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელსხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე: დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.