„ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციონერების უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ვითარებიდან საბოლოო გამოსავალი არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. სხვა ყველაფერი არის თავის მოტყუება ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ნებისმიერი ინსტრუმენტის, კომისიებისა და სხვა დანარჩენის შედეგად” – აცხადებს გიგა ბოკერია

მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილი და საქართველოს დასავლური მომავალი არის ერთმანეთთან შეუთავსებელი.

არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ჯერ კიდევ იმ ვითარებაში ვართ, როცა ინსტიტუტებს შიგნით ამ ყველაფრის დაძვრის მცდელობა ღირს, თუნდაც იმის დემონსტრირებისთვის, რომ ინსტიტუტები არ მუშაობს. ამ ზღვარს გაცდენილია ყველაფერი.

შეიძლება დადგეს მომენტი, სასურველია, რაც შეიძლება მალე, როდესაც ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ რეჟიმს, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ვაიძულოთ, ოღონდ ახლა ეს ვითარება არ არის და უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილმა გაიგოს ეს ძალიან მძიმე და მარტივი ამბავიივანიშვილი და ჩვენი უსაფრთხო, თავისუფალი, დასავლური მომავალი არის შეუთავსებელი“ – „ინტერპრესსნიუსისცნობით ამის შესახებევროპული საქართველოსლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა