ზუკა გუმბარიძე: „ოცნება” ახორციელებს სადამსჯელო ოპერაციას მედიის წინააღმდეგ

შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ  ევროდირექტივების საფარქვეშ, როგორც წესი, „ქართული ოცნებაახორციელებს უბრალოდ სადამსჯელო ოპერაციებს და ერევა მედიის საქმიანობაში” – ამის შესახებფორმულასდირექტორმა ზუკა გუმბარიძემ ხელისუფლების ახალ ნიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიამ აღნიშნული კანონპროექტი აქტორებთან კონსულტაციის გარეშე დაანიცირა და ეს კანონი შეზღუდავს მედიის თავისუფლებას.

ევროდირექტივა არის ერთგვარი ჩარჩო და ევროპაშიც არსებობს ამ ჩარჩოს მრავალგვარი აღსრულება. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ისე დააინიცირა ეს კანონი, რომ მათ არ გაუვლიათ კონსულტაციები აქტორებთან, რომლებსაც პირდაპირ ეხება ეს ახალი რეგულაცია, საუბარი მაქვს მედიაზე, არ ჰქონიათ ასევე კონსულტაციები არასამთავრობოებთან. თორემ ის, რომ თავის მხრივ, ევროდირექტივა მისაღებია, ამაზე ყველა ვთანხმდებით” განაცხადა ზუკა გუმბარიძემ გადაცემასოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“.