შსს: ქუთაისში, ბანკის შენობაში 12 მძევალია

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის” – ამ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულსაგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულიასაქართველოს ბანკისერთერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვატარების ფაქტზე.

ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარესაქართველოს ბანკისფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა” – აცხადებს შსს.