გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 3 მძევალი გაათავისუფლა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 3 მძევალი  გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

ცნობისთვის, დღეს დაახლოებით დილის 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა