სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოს ბანკის ფილიალში მხოლოდ სამთავრობო მედია შეუშვეს

საქართველოს ბანკში, სადაც სპეცოპერაცია 45 წლამდე თავდამსხმელის დაკავებით დასრულდა, მხოლოდრუსთავი 2” შეუშვეს”- ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, ბანკის შიდა პერიმეტრი ექსკლუზიურად მხოლოდრუსთავი 2”- მა გადაიღო, ხოლო სხვა ტელევიზიებს ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ბანკის შიდა პერიმეტრი ექსკლუზიურად მხოლოდრუსთავი 2″-მა გადაიღო. “ტვ პირველსდა სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს კი პოლიციელებმა ადგილზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.

შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი კოვზიაშვილს კი დღეს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე  როგორ აღმოჩნდა მხოლოდ სამთავრობო არხის წარმომადგენელი ბანკის ტერიტორიაზე” – „TV პირველი