„ბანკზე თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული გ.ნ დაკავებულია” – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისშისაქართველოს ბანკისერთერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვატარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული .. დააკავა” – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გათავისუფლებულია ყველა მძევალი, ხოლო ბრალდებული ადგილზე იქნა დაკავებული.

ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარესაქართველოს ბანკისფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-, 323- დ ა329- მუხლებით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.