საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე მამაკაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. მოკლულია ადგილობრივი ბიზნესმენი აიდინ გამზაევი. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მამაკაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.