რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსდა

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსესამის შესახებ  РБК-Україна „Spring”-ზე დაყრდნობით იუწყება. აქციები დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიგეგმა.

ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცსჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს – ჩააგდებენ ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს. პუტინის სასახლისთვის?.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთრუსეთის პრეზიდენტის დაგვიანებული მიმართვა დღეს თბილისის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო. პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება დღეიდან 21 სექტემბრიდან ამოქმედდება.

სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“ – განაცხადა პუტინმა.