კობახიძის განცხადებებს რუსული მედია ციტირებს

საქართველოს ხელისუფლება რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგაც კი არ განიხილავს” ამ ინფორმაციას, ირაკლი კობახიძის  განცხადებებზე დაყრდნობით, რუსული სამთავრობო მედიარია ნოვოსტიტელეგრამ არხზე აქვეყნებს.

კობახიძის თქმით, საქართველოში ორჯერ მიმდინარეობდა კამპანია იმის შესახებ, რომ რუსი ტურისტები საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს, მაგრამ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.

მთავარი არხის” ინფორმაციით, კობახიძის სწორედ ამ, და კიდევ სხვა განცხადებებს მთელი დღეა კრემლის მართული ტელევიზიები ციტირებენ, მათ შორის, „მასკვა 24”, „რამბლერ რუ”, „გაზეტა რუ”, „ჩიტა რუ” და სხვა.