„ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63 კვ.მ ბინას” – ნახეთ რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი

იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, რომელიც არის ბიძინას პირადი პოლიტპატიმარი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ. ბინას, სადაც ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრე 7 წელი, რომელიც შევიძინე საბანკო სესხით” – წერს სოსო გოგაშვილის შვილი ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი ოჯახის საჩივარი გოგაშვილების ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.

დღეს სააპელაციო სასამართლომ გვაცნობა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი ჩვენს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემს ორ ოთახიან სახლზე !

დღეს, მე და ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წყალობით ვეღარ ვცხოვრობთ ამ ბინაში, მაგრამ აუცილებლად დადგება დღე, როცა ისევ ჩემს შვილთან ერთად გავიღვიძებ ამ სახლში და კვირის ბოლოს ისევ ერთად წავალთ მამას და დედას სანახავად ვარაზის ქუჩაზე, როგორც ადრე!

ვისაც ამ უსამართლობაში და ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მცირე წვლილი მაინც მიგიძღვით და გიხარიათ, მეცოდებით ნაძირლებო, ღმერთი პასუხს გაგებინებთ !“ – წერს ნინო გოგაშვილი