ირაკლი ზარქუა: ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას” – ამის შესახებქართული ოცნებისდეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ფონზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვას.

მისივე თქმით, ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, თავისუფლად შეეძლებათ შემოსვლა.

რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილიტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ” – აცხადებს ზარქუა.