არჩილ თალაკვაძე ენმ-ზე: ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა

„ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

მისივე თქმით, პარტიაში არის კონფლიქტები და უფრო მეტი დაიშალა, ვიდრე აეწყო

მელიას ჰყავს თავისი საბჭო, ნაყოფიას თავისი ბორდი, განცხადებებშიც ერთმანეთს სცილდებიან. ხატია დეკანოიძე კიდევ ცალკე ხაზს ატარებს და მასთან მიმართებაში ბევრჯერ წინააღმდეგობრივი განცხადებები ყოფილა. ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა

ბევრად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თავისი საშინაო პოლიტიკა ეფექტიანად წარმართოს და ხელისუფლებამ ეკონომიკური განვითარება მაქსიმალურად უზრუნველყოს. დანარჩენს 2024 წლის არჩევნები აჩვენებს. საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, ოპოზიციიდან უპასუხისმგებლო პარტიები გაისტუმროს და ისეთ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა, რომლებიც მოქალაქეების არჩევანს პატივს სცემენ და საზოგადოებას თავს ბოიკოტით არ ამახსოვრებენ” – განაცხადა თალაკვაძემ.