ზელენსკი: 55 ათასი რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა ამ ომში, უფრო მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, გააპროტესტონ მობილიზაცია, თუ არ სურთ, ომში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს.

რუსულად აგიხსნით, რა ხდება. რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა საპროტესტო აქციებითუნდაც არ იყოს მასობრივი, მაგრამ აქციები იყო და არის და ეს არის მაჩვენებელი. არა მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში. ჩვენ ვიცით რეგიონებში რეალური განწყობების შესახებ. ვხედავთ, რომ ხალხი დაღესტანში და სხვა რესპუბლიკებში, ოლქებში ხვდება, რომ ისინი უბრალოდ მიატოვეს. მიატოვეს სასიკვდილოდ. რატომ უნდა დაიღუპონ მაგალითად დაღესტნელები ხარკოვში ან დონეცკში? იმიტომ რომ რუსეთში ერთმა ადამიანმა ასე მოინდომა. სხვა მიზეზი არ არსებობს, ასე უნდა მას.

დადგა არჩევანის დრო. რუსეთში მამაკაცებისთვის ეს არჩევანი ასეთიაიცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის დადგა ასეთი არჩევანისამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან. ვიცით, რომ განურჩევლად ყველას წაიყვანენ. არა მხოლოდ სამხედრო რეზერვიდან, არამედ ნებისმიერ მამაკაცს

55
ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ამ ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად. რუსო დედებო, ისინი ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკუთარ შვილებს მალავენ, თქვენს შვილებს კი არც კი მარხავენ“ – განაცხადა ზელენსკიმ.