„საინტერესო შეხვედრები მაქვს კიევში…” – ელენე ხოშტარია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

„საინტერესო შეხვედრები მაქვს კიევში. დღეს პირველი დღეა და გიზიარებთ თემებს, რაზეც ვსაუბრობთ შეხვედრებზე:

1. კარგად ხვდებიან, რომ ხალხის მხარდაჭერა მაღალია, მიუხედავად მთავრობის პრორუსულობისა.

2. უკრაინა რეგიონალური ლიდერია და რეგიონში პუტინის საყრდენების მოშორება საერთო ამოცანაა.

3. გავუზიარე მასალები, დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდების შემთხვევებზე და ოლიგარქიული მმართველობის კავშირებზე კრემლთან. სამუშაო რეჟიმში მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას.

4. გვინდა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

5. უკრაინელი დევნილებისთვის საერთაშორისო ფონდებზე ერთად ვიმუშავებთ, რადგან მთავრობა არაფერს აკეთებს.

6. მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!” – წერს ელენე ხოშტარია