SOVLAB: ბათუმის თეატრში სტალინის სახოტბო პიესა იდგმება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იოსებ სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს” – ამის შესახებ „SOVLAB”- იუწყება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი პიესის დადგმა განსაკუთრებით ამორალურია ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე.

ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა” – ვკითხულობთ განცხადებაში.