პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს, 23 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული შეიწყალაამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით, 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.