გიგა ბოკერია: „ოცნება” მტერთან არის ერთსულ და ერთხორც.

როცა გყავს ხელისუფლება, რომელიც ერთსულ და ერთხორც იქცევა შენს მტერთან ბევრ საკითხში და ამავე დროს, აქვთ გზავნილი, რომ დასავლეთს უნდა სისხლისღვრა საქართველოშიავტომატურად ეს არის პუტინის საქმის კეთება” ამის შესახებევროპულისა ქართველოსლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემადღის სტუმარშიისაუბრა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების გამოწვევაა რუსეთიდან უკონტროლოდ შემოსული მოქალაქეები და ეს განსაკუთრებით საფრთხილოა, როცა ქვეყანაში გყავს პუტინისტური მთავრობა.

ის, რომ მტრული ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა შემოდის საქართველოში, განსაკუთრებით მიგრანტების სახით, ბუნებრივია, არის უსაფრთხოების გამოწვევა. მტრული ქვეყნის მოქალაქეებში შენი მტრული ქვეყნის სპეც.სამსახურებს აქვს ბევრად უფრო მეტი მოქმედების შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ, როცა პუტინისტური მთავრობა გვყავს, ეგ არის ყველაზე მთავარი პრობლემა” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.