„დაიცავით თავი და დაგვეხმარეთ დავასუსტოთ ოკუპანტი” – ზელენსკის მიმართვა მოსახლეობას

დაიცავით თავი და დაგვეხმარეთ დავასუსტოთ და გავანადგუროთ ოკუპანტი. პირველივე შესაძლებლობისთანავე გადმოდით ჩვენს მხარეს” – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას.

მისივე თქმით, ოკუპირებულ მიწაზე მცხოვრები ხალხი არ უნდა ჩაერთოს პუტინის მობილიზაციის პოლიტიკაში და როგორმე უნდა მოახერხონ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

როგორც შეძლებთ, დაიმალეთ რუსული მობილიზაციისგან, სცადეთ გადმოხვიდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. მაგრამ თუ მაინც მოხვდებით რუსულ ჯარში მოახდინეთ საბოტაჟი მტრის ნებისმიერ აქტივობაზე ან მოგვაწოდეთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ” – განაცხადა ზელენსკიმ.