იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ოლქები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 23:00 საათამდე გაგრძელდება.

იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ. წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე კოალიცია ლიდერობს. მათი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ულტრა მემარჯვენე მთავრობა და ქალი პრემიერმინისტრი ეყოლება.