ლიზ ტრასი: პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს.

მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას [პუტინს] აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას” – განაცხადა ლიზ ტრასმა.