„მთავრობის სხდომაზე დღესაც არ დამიშვეს, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო” – თელარა გელანტია

არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერმინისტრის პრესსამსახური, პირი დამრჩა ღია” – ამის შესახებ ჟურნალისტი თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ასეთ ფაქტს ადგილი ადრეც ჰქონდა და მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა, სადაც ჟურნალისტი არ შეშვების მიზეზს კითხულობდა.

მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემაი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსოიყო პასუხი….

ხო კიდევ,  ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზემთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა. #წერტილი”- წერს ჟურნალისტი.