„ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია” – საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მსვლელობა თავდაპირველად რუსთაველის ძეგლიდან  დაიწყო

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება – „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა

აქციის ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება.

ადგილზე აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ პეტიციას – „აღიარე გენოციდი აფხაზეთში