58 150 განადგურებული ოკუპანტი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ცნობით, 24 თებერვლიდან 28 სექტემბრის ჩათვლით უკრაინაში 58 150 (+400) ოკუპანტია ლიკვიდირებული.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში:

  • ტანკები – 2 312 (+6);
  • ჯავშანტექნიკა – 4 889 (+8);
  • საარტილერიო სისტემები – 1381 (+3);
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 331 (+0);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 175 (+0);
  • თვითმფრინავი – 262 (+2); ვერტმფრენები – 224 (+0);
  • ოპერატიულტაქტიკური დონის დრონები – 989 (+12);
  • ფრთოსანი რაკეტები – 242 (+1);
  • მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0);
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 742 (+12); 
  • სპეციალური ტექნიკა – 131 (+0). 

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.