კალაძე: პირობას გაძლევთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება

პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება.” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანმა, 500, 700 – დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს.

დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.”

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ