საქართველოს საგარეო უწყება გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. ამის შესახებ განცხადება Twitter-ზე გამოქვეყნდა.

უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – აღნიშნულია განცხადებაში.