„მომავალ წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ” – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა 2023 წლიდან დაიწყება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა მომავალი წლისთვის გადაიწია, რადგან ავტობუსების გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

მომავალ წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მომავალი წლისთვის გადავწიეთ, რომ მოვასწროთ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იმ კონკრეტულ მარშრუტებზე, რომელზეც იქნება დანიშნული, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლონ“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ავტობუსების შეძენა 2 წლის განმავლობაში მოხდება.