დავით კეზერაშვილი: არ ვაპირებ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას

არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლიამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლებაბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.” – ასე პასუხობს „ფორმულას” დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას ბრალდებებს.

მისივე თქმით, დღეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის პრიორიტერული, ვიდრე ვიწროპარტიულ კინკლაობაზე დროის ხარჯვაა.

„ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდებასაქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს” – აცხადებს დავით კეზერაშვილი.