დავით კეზერაშვილი: არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას

ტელეკომპანიაფორმულასდამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მთავარი არხისდამფუძნებლის ნიკა გვარამიას გასათავისუფლებად ყველაფერს გააკეთებს.

არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის” – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.