მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

უკვე დადასტურებული ინფორმაციით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. სულხანიშვილი კურიერისთვის გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ თანამდებობა მან ოჯახური მიზეზით დატოვა.

როგორც გახსოვთ, სულხანიშვილის სახელი ყაზბეგის გამზრის 22-ში მიმდინარე მშენებლობისას ხეები მოჭრის სკანდალს დაუკავშირდა, მაშინ  საკრებულოს ოპიზიციამ მისი გადაგომა მოითხოვა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ მისი გადადგომა არ იგეგმებოდა.  ერთი თვის წინ შვებულებაში გასული სულხანიშვილი  სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

კომენტარის დატოვება