„ოცნება” ლუკაშენკოს ერთ შანსს კიდევ აძლევს – ნახეთ რა თქვა სამხარაძემ

ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი.” – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნებალუკაშენკოს აფხაზური ვოიაჟის გამო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს” – აცხადებს სამხარაძე.