თუ აფხაზეთს აღიარებ, მაშინ უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია – მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს

თუ აფხაზეთს აღიარებ, მაშინ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია!” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

მისივე თქმით, ახლა ლუკაშენკოს კიდევ აქვს შანსი გამოასწოროს შექმნილი სიტუაცია.

ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს.

ახლა კიდევ გაქვთ შანსი გამოხვიდეთ სიტუაციიდან. თუ აფხაზეთს აღიარებ და მით უმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნებამაშინ შენ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა გაიგო, რომ ეს დასასრულია! ნიკოლაშკას სურათები ვნახე უბრალოდ სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.