გაკვეთილიდან გაგდება რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის – ნახეთ რა მოხდა ბათუმის მე-7 სკოლაში

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის ერთერთი მოსწავლე მასწავლებელმა გაკვეთილიდან ოკუპანტი ქვეყნის დროშის ჩამოხევის გამო გააძევაამის შესახებ ინფორმაციასტვ 25” ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რუსეთის დროშა სკოლის დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული.

საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი მოსწავლეების ნაწილი რუსია და სწორედ ამიტომ აქვთ გამოკრული სხვა ქვეყნის სიმბოლოებთან ერთად, ოკუპანტი ქვეყნის დროშა. სკოლის მოსწავლეს მასწავლებელმა აღნიშნული ქმედების გამო გაფრთხილება მისცა და მისი მშობლები სკოლაში დაიბარა.