სახალხო დამცველი: ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა

ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა. ბოლო წლებში შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის ტენდენცია, შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევები და სხვა” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება.

სამწუხაროდ, გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია შეკრების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციასთან ამ მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ შეკრების დროს კვლავ გამოიყენება დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სამართალდამცველები შეკრების მართვის და დაშლის შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და დაკავების შემთხვევები ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.