ღარიბაშვილი: ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ

„2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა დაბლექ სი არენაზეგაიმართება.

იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტომსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე”, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.