სალომე ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი

ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.  

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას

ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.