უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის განაცხადი შეაქვს.

ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი წერს.

მისივე თქმით, NATO ძლიერი პარტნიორია უკრაინისთვის და ეს ჩანს სწორედ ახლა, ომის დროს.

დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვისრეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს.

დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც. შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით.” – წერს ზელენსკი.