ეროვნულმა ბანკმა 1 ოქტომბრის ვალუტის გაცვლითი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8291 ლარი გახდა

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8352 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7623 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7482 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password