„ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ…” – მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღესხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ კლინიკა „ვივამედიდანგავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღესხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია. ლიმანისა და მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ხარკოვის მთელი ოლქის გამოხსნა.

ყველას გვაქვს ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი. უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე მეც კი მოველოდი.

ამასობაში, ამერიკამ ბრძოლის ველზე ჰაიმარსებუს რაოდენობა გააორმაგა. ჰაიმერსებს, ვინაიდან ისინი ბორბლებზე მოძრაობენ, საერთოდ არ ეშინიათ ზამთრის მაშინ, როცა რუსული მუხლუხოვანი ტექნიკა ჩაეფლობა.

გერმანიამ უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო ანტისატანკო ჭურვები მიაწოდა. რუსებმა მათგან საიარაღებლად შექმნეს რობოტი და დიდი ზარზეიმით გაუშვეს ეს რობოტი ბრძოლის ველზე. სამი რობოტი პირველივე სამ ჭურვზე აფეთქდა და ახლა მოსკოვმა რობოტების პროგრამა შეაჩერა. ესეც შენი რუსული ტექნოლოგია

ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა.

დიდება უკრაინას!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password