თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ტალიაშვილს ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება.

აღნიშნულ საკითხზე 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში ოცნებისსიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა ჩაანაცვლებს.