როგორია აქტივობა სენაკის შუალედურ არჩევნებზე – ცესკო მონაცემებს აქვეყნებს

დღეს სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი დილის 8 საათიდან გაიხსნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აქტივობა ასეთია:

10:00 სთ – 9,6% ( 221 ამომრჩეველი)

12:00 სთ – 21,1% ( 486 ამომრჩეველი) .

სულ დარეგისტრირებულია 2307 ამომრჩეველი.

ცნობისთვის, ამ არჩევნებს ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ამავე არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული თუ ვის დარჩება უმრავლესობა სენაკის საკრებულოშიოპოზიციას თუ მმართველ გუნდს.

ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.