როგორია აქტივობა სენაკის შუალედურ არჩევნებზე – ცესკოს განახლებული მონაცემები

უკვე 10 საათია, რაც სენაკის სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

უბნების დახურვამდე 2 საათი რჩება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

დარეგისტრირებული 2307 ამომრჩვლიდან 15:00 საათისთვის უბნებზე 31,9% გამოცხადდა, 17:00 საათისთვის კი 36,8% ანუ 849 ამომრჩეველი.

აღნიშნულ არჩევნებს ძირითადი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა, რეალურად ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული თუ ვინ მოიპოვებს უმრავლესობას სენაკის საკრებულოში.