არჩევნები „ოცნების” კანდიდატისთვის – ნახეთ წინასწარი შედეგები

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები დასრულებულია.

სამი საარჩევნო უბანი საღამოს 20:00 საათზე დაიხურა და წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საერთო რაოდენობის 44,26%-მა.

ხმები კი ასე გადანაწილდა:

N29 მამუკა ტუსკაძე – 3,32%

N41 ზაზა ყურაშვილი– 96,68%

ცნობისთვის, არჩევნები „ოცნებამ” ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში მოიგო, რადგან ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

სენაკის საკრებულოში ახლა უკვე უმრავლესობაქართული ოცნებისარის.