სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული ტურისტები გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი  ტურისტი  გარდაცვლილი იპოვესამის შესახებ ინფორმაციას სვანეთის სათემო რადიო ავრცელებს.

როგორც ცნობილია მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.

დაკარგულების  შესახებ  ინფორმაცია ერთერთის მეუღლემ დღეს გააცხადა. მისი ცნობით მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან.  

სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ  ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ვერტმფრენიც არ ჰყავს.
დაახლოებით 15 წუთია, რაც სამივე მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დროისთვის გადმოსვენების სამუშაოები მიმდინარეობს.