მუხლებზე დაყენებული მოსწავლეები – „ოცნების” წევრი მასწავლებლის დასჯის მეთოდები

ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი.” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრ სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანეთლებლო.

ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებელის შვილშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი განთავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია” – წერს სამირა ბაირამოვა.