უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი გაიზარდა

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 416 ბავშვი დაიღუპა, 784-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი – 403
  • ხარკივი – 249
  • კიევი – 116
  • მიკოლაივი – 75
  • ჩერნიგოვი – 68
  • ლუჰანსკი – 64
  • ხერსონი – 57
  • ზაპოროჟიე – 50
  • დნეპროპეტროვსკი – 29

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2562 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 295 კი მთლიანად განადგურდა.