დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა დაკოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში ბონი ჯენკინსი საქართველოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.