15 000 ლარი სამთავრობო მომღერლებისთვის – ნახეთ ვინ და რატომ უხდის ბენდს ათასობით ლარს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ფორმით სახალხო დღესასწაულისგარისობა 2022” აღსანიშნადღამის შოუს ბენდთან” 15 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადოამის შესახებ ინფორმაციას QvemoQartli.ge ავრცელებს.

როგორც ცნობილია, „ღამის შოუს ბენდიხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებული გუნდია, რის გამოც მათ ხშირად ნახავთქართული ოცნებისპარტიულ ღონისძიებებზე.

ფლანგვის დეტექტორისმიერ ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ბენდს 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ბენდი სახელისუფლებო არხებზე მომუშავე მომღერლებით არის დაკომპლექტებული.