“დღეს ბოლო ლურსმანი ჩააჭედეს ქართული მედიის კუბოზე“

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევა სამეურვეო საბჭომ მეორე ტურში შეძლო. საზმაუს დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. ამ პროცესებს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი ეხმიანება და აცხადებს:

-„თავისუფალ მედიაზე ოცნებაც კი დაასამარეს. მორჩა! საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეუფლა სრულად ხელისუფლება. ხალხის ტელევიზია გახდება ოცნების სამაუწყებლო ორგანიზაცია. დაემსგავსება იმ ტელევიზიებს, რომლებიც სუსის მითითებით მაუწყებლობენ. როგორც ვამბობდით ხელისუფლების გაბოროტება გრძელდება…

კარგად დაიმახსოვრეთ დღეს ბოლო ლურსმანი ჩააჭედეს ქართული მედიის კუბოზე“.

კომენტარის დატოვება