წითელი ჯვარი უკრაინაში მუშაობის შეჩერებას უარყოფს – ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

წითელი ჯვარი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიევში მომხდარი დაბომბვების გამო, ორგანიზაციამ მუშაობა შეაჩერა.

უკრაინაში წითელი ჯვრის წარმომადგენელი ალექსანდრე ვლასენკო აცხადებს, რომ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა.

„ცხადია, ჩვენ ვრჩებით უკრაინაში და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების გაუარესებულ ვითარებასთან ადაპტაციით” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.